
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოპულისტურ პოლიტიკას პარტიაში მომავალი არ აქვს.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები პარტიის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გაკეთდეს.
„კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება, მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან არ მომწონს, რომ კეთდება მხოლოდ განცხადებები და არ ხდება ცვლილებები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, რადგან ასეთ პოლიტიკას მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტსა და საკრებულოებს დატოვებს, პარტიის ოფისს კი ხელისუფლებას დაუთმობს.
0
0