კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია. მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის - მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს ეხმაურება:
"კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია. მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:
დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;
სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;
ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.
ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ." - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
0
0