კობახიძე: მოთხოვნაა, რომ რუსეთს ფრენები ჩავუკეტოთ, ამ დროს აქეთ აქვთ ჩვენთვის ჩაკეტილი
02/03/2022
22:49
პოლიტიკა
A-
+A
"მოთხოვნაა, რომ რუსეთს ფრენები ჩავუკეტოთ, ამ დროს აქეთ აქვთ ჩვენთვის ჩაკეტილი",- თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი2- ის ეთერში.
"გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია. იგივე საჰაერო ფრენები და ასე შემდეგ. ანუ, იმდენად პატარაა საქართველო, რომ ის ვერ მიაყენებს რუსეთს ვერავითარ მტკივნეულ დარტყმას სანქციებით.
მთელი კომიკური სიტუაცია რაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვნა ჩვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, ამ დროს რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. იმდენად უმნიშვნელოა რუსეთისთვის ფრენები, რომ იქით ჩაგიკეტა და ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ თავი უნდა გამოვიდოთ და ფრენები ჩავკეტოთ",-განაცხადა კობახიძემ.
0
0
375
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%