
🔷ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გერმანიაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, დიმიტრი თორაძეს შეხვდა, რომელმაც ვეტერანებისთვის, სამსახურს შემოწირულება და სპეციალურად 9 მაისთან დაკავშირებით ჩამოსხმული ღვინო გადასცა.
🔷კობა კობალაძემ დიმიტრი თორაძეს მადლობა გადაუხადა ქართველი ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და პატივისცემისთვის.
🔷შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე და საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე.
🔷დიმიტრი თორაძის განცხადებით, აღნიშნულ საქველმოქმედო ინიციატივაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა, ასევე, გერმანელებმა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ქართველი ვეტერანების მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა გამოეხატათ.
🔷როგორც დიმიტრი თორაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ საქართველოს ომის ვეტერანთა მიმართ თანადგომამ, მომავალში, სისტემატური ხასიათი მიიღოს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 მაისიდან
11/05/2026