
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის, ბერდია ჯოხაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო 12 აგვისტოს გარდაიცვალა .
ბერდია ჯოხაძე, უკრაინიდან საქართველოში, დღეს ჩამოასვენეს. ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი, დღეს, 20:00 საათამდე გაიმართება. 21 აგვისტოს კი, ბერდია ჯოხაძეს წავკისის საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში ომს დღემდე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
0
0
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდება
10/07/2025
თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს
10/07/2025