
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი სოციალურ ქსელში პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება.
როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, სიკვდილის განაჩენზე ხელის მოწერა ამაზრზენია.
„რით არ დაიღალეთ იმის ძახილით მიშა კარგად არის და თურმე თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი.
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გაუსმევ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია რაც წარმოუდგენია ხალხს.
კმარა ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და ღლიცინი მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს არის ამაზრზენი!
მე მჯერა მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ყველა ერთად გადავარჩენთ მიშას სიცოცხლეს ამაში დარწმუნებული ვარ!“ - წერს ექს პრეზიდენტის ძმა.
0
0