16/06/2022
17:53
სამართალი
კლინიკა „ვივამედში" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კლინიკაში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ადვოკატი და პროკურორები იმყოფებიან.
კლინიკაში სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც მივიდა.
უცნობია, მისცემს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩვენებას. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტი მან დღეს დილით ნახა და მისი იმჟამინდელი მდგომარეობით, სააკაშვილი ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატი სხდომაზე ჟურნალისტებისა და სასამართლო მონიტორინგის დასწრების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმითვე, "სხდომის ჩატარების ადგილს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ უნდა შეეწიროს".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.
0
0