23/05/2023
13:17
მსოფლიო
ექსტრემალურმა ამინდმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის სიკვდილი და 4,3 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ aljazeera გაერთიანებული ერების მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან 2021 წლამდე ამინდთან დაკავშირებული 11,778 შემთხვევა მოხდა.
გაეროს მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსოფლიოში კატასტროფების გამო დაფიქსირებული სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი განვითარებად ქვეყნებში მოხდა.
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეტერი ტაალასი ამბობს, რომ ღარიბი მოსახლეობა განიცდის ყველაზე დიდი საფრთხეს.
მისივე თქმით, ამის რეალური მაგალითია ციკლონი მოკა, რომელმაც გასულ კვირას დიდი ზარალი გამოიწვია მიანმარსა და ბანგლადეშში.
„ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია ფართო განადგურება, ... გავლენა მოახდინა ღარიბთა შორის ყველაზე ღარიბებზე“, - დასძინა ტაალასმა.
0
0