30/05/2023
18:39
პოლიტიკა
"კითხვაზე არ ჰქონდა პრემიერს პასუხი და ვერ გასცა, აქეთ პერსონალურ შეტევაზე გადმოვიდა", - ასე ეხმაურება შოთა ღვინერია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მას ბრატისლავაში, დღევანდელ კონფერენციაზე "ოპოზიციის წარმომადგენელი" უწოდა.
ღარიბაშვილს ღვინერიამ ჰკითხა: “გააზრებული გაქვთ შედეგები თუ რუსეთი დამარცხდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე…”
ღარიბაშვილმა ამ კითხვას პროვოკაციული უწოდა, ხოლო კითხვის ავტორს “ოპოზიციონერი” უწოდა.
"არ აქვს ნაფიქრი ხელისუფლებას ასეთ ვერსიაზე და არც იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება დამარცხდეს, ან მეორე ვარიანტია, რომ ხვდებიან, რომ ეს პასუხი იმდენად ცუდად ჟღერს, რომ ცუდად გამოიყურება და ამაზე საჯარო პასუხს ერიდებიან. ის, რომ პასუხი ამ კითხვაზე არ ჰქონდა პრემიერს და პასუხი ვერ გასცა და აქეთ პერსონალურ შეტევაზე გადმოვიდა, ძალიან ცუდად მეტყველებს მასზე პირადად და მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე. აღარავის აღარ უკვირს მსგავსი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისგან. არავის, არღარავის არავითარი ილუზია და მოლოდინი არ აქვს იმის, რომ რამე პროდასავლური და პროდემოკრატიული მოლოდინი შეიძლება იყოს ხელისუფლებისგან" - ამბობს ღვინერია.
ცნობისთვის, შოთა ღვინერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრში უფროსი მკვლევრის პოზიციაზე მუშაობს. მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს საჯარო სამსახურშიც.
0
0