
კიშინიოვის მერმა იონ ჩებანმა უარი განაცხადა სახელმწიფო კანცელარიისა და მმართველი საპრეზიდენტო „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მოთხოვნის შესრულებაზე, მოლდოვას დედაქალაქში გეი აღლუმისა და ლგბტ პროპაგანდის ჩატარების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მერმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას ამ მსვლელობის დაშვებაზე, ის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
„„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია’’ და სახელმწიფო კანცელარია, მოითხოვენ, რომ გავაუქმოთ კიშინიოვში გეი აღლუმებისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. თუ მათ ასე ძალიან უნდათ, პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ, რადგან პარტიის ლგბტ დეპუტატები და მინისტრები, კოლონის პირველ რიგებში, პრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. ჩვენ უარს ვაცხადებთ პრაიდების აკრძალვის გაუქმებაზე და ამ მიმართულებით „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის’’ ნებისმიერი მცდელობა გასაჩივრდება“, - ხაზგასმით აღნიშნა იონ ჩებანმა.
მაისში, კიშინიოვის მუნიციპალურმა საბჭომ ქალაქში „თანასწორობის მარშის“ აკრძალვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების ინიციატორი დედაქალაქის მერი იონ ჩებანი იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უკავშირდება. თავის მხრივ, მარშის ორგანიზატორებმა (მოლდოვას ,,პრაიდის’’ პლატფორმის წარმომადგენლებმა) განაცხადეს, რომ 15 ივნისს დაგეგმილ მსვლელობაზე თავიანთ მხარდამჭერებს გაიყვანენ, ჩებანი კი ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.
0
0