
აშშ-ის კოლორადოს შტატში, შეიარაღებული თავდასხმისას, მამაკაცი სასიკვდილო სროლისგან საკუთარმა ყელსაბამმა გადააარჩინა - მეტალისგან დამზადებულმა სქელმა ყელსაბამმა კისერში ნასროლი 22 კალიბრის ტყვია აიცილა.
პოლიციის ინფორმაციით, ორ არაიდენტიფიცირებულ პირს შორის სროლა კამათის დროს მოხდა. სროლის შედეგად, მამაკაცს მხოლოდ ე.წ. ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებოდა.
"დაახლოებით, 10 მმ სიგანის ვერცხლისფერი მეტალის ჯაჭვი ერთადერთი ფაქტორია, რის გამოც სროლის მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალია. ყელსაბამი სავარაუდოდ სუფთა ვერცხლისგან დამზადებული არ არის, რადგან ვერცხლი უფრო რბილი ლითონია და ის ტყვიას ვერ შეაჩერებდა," - განაცხადა კოლორადოს პოლიციის დეპარტამენტმა.
ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც ასევე უცნობია, შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს.
0
0