
მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროექტის დაანონსებისთანავე ყველას გაცნობიერებული ჰქონდა მისი მნიშვნელობა არა მხოლოდ დაკავშირებადობის კუთხით.
„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას, რაც ასე მნიშვნელოვანია და ისტორიულად მოსდევს ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, ასეთი მნიშვნელობის პროექტები, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას და არა მხოლოდ დაკავშირებადობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დაანონსებისთანავე, როდესაც ჯერ მარტო პროექტირებაზე იყო საუბარი, ყველა ვაცნობიერებდით რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის. რომ გითხრათ მოულოდნელი იყო - მოგატყუებთ. იმიტომ, რომ დაანონსების დღიდანვე ვიცოდით რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი. მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0