19/12/2022
16:39
პოლიტიკა
ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და ასევე, მნიშვნელოვანია დაისაჯოს შემკვეთი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კირთაძეზე თავდასხმა ორგანიზებული იყო.
"დღევანდელი დღე არის სუს-ის რუსული პროვოკაცია და ის „ტიტუშკა“, რომელიც მიაგზავნეს უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. ვნახეთ, რომ კვერცხებით დაუპირისპირდა რუსი „ტიტუშკა“, სუს-ის აგენტი და ამ ადამიანს არაფერი კავშირი არ აქვს საკუთარი ნების გამოხატვასთან, ეს არის „ტიტუშკა“, რომელიც არის სუს-ის აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ თურმე „რუსული ოცნების“ დაცვა შეიძლება ქუჩაშიც, ტელევიზიების თვალწინ და თურმე ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და ასევე, მნიშვნელოვანია დაისაჯოს შემკვეთი. გამოძიება უნდა გავიდეს შემკვეთზე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, გავაკეთებთ ჩვენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.
0
0