კირ სტარმერი პეკინში ოთხდღიანი ვიზიტით მიემგზავრება და აცხადებს, რომ ჩინეთიდან ფინანსური სარგებლით დაბრუნდება
A-
+A

ყოველთვის წამოვჭრი იმ საკითხებს, რომელთა წამოჭრაც საჭიროა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთში ვიზიტის შედეგად, ქვეყანაში ფინანსური სარგებლით დაბრუნდებიან.
როგორც სტარმერმა აღნიშნა „ფაქტი, რომ ამდენი ბრიტანული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრიტანულ დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება პეკინში, დასტურია, რომ ჩინეთში ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლითაც უნდა ისარგებლონ და ეს სარგებელი ქვეყანაში ჩაიტანონ“.
სტარმერის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ „საკითხები, რომლებზეც უთანხმოება გვაქვს, განვიხილოთ და წინ წავიწიოთ საკითხებში, რომლებზეც ვთანხმდებით“.
კირ სტარმერი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოთხდღიანი ვიზიტით მიემგზავრება.
0
0
23
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%