
დოკუმენტური ფილმის კინორეჟისორები ივონ დრებერტი და ზაკ მელნიკი, კანადაში, ჰურონის ტბის ფსკერზე, ინვაზიურ მიდიებს ეძებდნენ, როდესაც შემთხვევით გემს, სახელწოდებით ,,Africa“-ს, წააწყდნენ.
1895 წლის 4 ოქტომბრის დილას, გემი ,,Africa“ აშტაბულადან (ოჰაიო) ჰურონის ტბის გავლით, ონტარიოში ნახშირის გადასაზიდად გაემგზავრა. თუმცა გემი უკან აღარ დაბრუნებულა.
„ეს ორთქლისძრავიანი გემი თითქოს დროის ნისლში გამოჩნდა“, - თქვა ზაკ მელნიკმა, რომელიც დისტანციური მართვის წყალქვეშა კამერას მართავდა.
,,Africa“-ის ჩაძირვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, კაპიტანი ჰანს ლარსენი.
ბრიუს ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე გემის კატასტროფის შემთხვევით აღმოჩენა კინორეჟისორებს დოკუმენტური ფილმის „All Too Clear“-ის პოპულარიზაციაში დაეხმარა. ფილმი დიდ ტბებში მობინადრე ინვაზიურ მიდიებს ეხება. ივონ დრებერტი და ზაკ მელნიკი დიდი ტბების ირგვლივ მოგზაურობდნენ. ფილმის გადაღებები ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
0
0