12/06/2023
10:33
მსოფლიო
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ, ძლიერი ქვეყნის აშენების საერთო მიზნისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სრულად დაუჭერს მხარს და მასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს,“ - წერს სახელმწიფო მედია KCNA.
კიმ ჩენ ინი ამის შესახებ წერილში წერს, რომელიც რუსეთის დღესთან (რუსეთის ეროვნულ დღესასწაულთან) დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა. წერილში კიმ ჩენ ინი მხარს უჭერს პუტინის გადაწყვეტლებას უკრაინაში შეჭრის შესახებ და რუსი ხალხისადმი „სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას“ გამოხატავს.
„ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს და სამომავლო კეთილდღეობისთვის იბრძვის. სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი ტრადიციულად იზეიმებს გამარჯვებას.
„მტკიცედ უნდა დავუჭიროთ მხარი რუსეთის პრეზიდენტს, რათა შესრულდეს ორი ქვეყნის ხალხის საერთო სურვილი - ძლიერი ქვეყნის აშენების გრანდიოზული მიზანი“, - დასძინა კიმ ჩენ ინმა.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა კრემლთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობდა. კიმ ჩენ ინი შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს "ჰეგემონური პოლიტიკის" გატარებაში ადანაშაულებს.
0
0