16/05/2023
08:41
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი.
მისი თქმით, კიევის საჰაერო სივრცეში რუსული სამიზნეების "აბსოლუტური უმრავლესობა" განადგურდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქზე "განსაკუთრებული" შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით, ფრთოსანი რაკეტებითა და სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით.
სერგეი პოპკო, კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნამსხვრევების დაცემა დაფიქსირდა სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, სვიატოშინსკის, ობოლონსკის და დარნიცკის რაიონებში.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ზარალი დაფიქსირდა სოლომიანსკში, სადაც ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსს და რამდენიმე მანქანას.
პოპკო ამბობს, რომ ეს იყო მერვე თავდასხმა კიევზე მაისის დასაწყისიდან.
0
0