09/11/2023
19:28
მსოფლიო
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) უკრაინულმა პორტალმა „ომი და სანქციებმა“ შეიტანა კომპანია „ბოლერო და კომპანია“, რომლის ბენეფიციარი მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა.
მას აქვს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, არის მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, ამის შესახებ პორტალი „sanctions.nazk.gov.ua“ იუწყება.
„ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც უშუალოდ ვახტანგ კარიჭაშვილი აკონტროლებს, მიუთითებს იმაზე, რომ: კომპანიების შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოიქმნება პროდუქციის რუსულ ბაზარზე რეალიზაციის გზით; თავის შეფასებაში მენეჯმენტმა ასევე გაითვალისწინა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა კომპანიების ოპერაციებზე, ლიკვიდურობასა და დაფინანსებაზე“.
სწორედ კარიჭაშვილის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს Bolero & Company, არის ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც აგრძელებს მიწოდების მოცულობის გაზრდას და ბიზნესის კეთებას სანქცირებული სუბიექტების მიერ კონტროლირებად რუსულ კომპანიებთან, წერს პორტალი.
„რუსული ოფიციალური წყაროების მიხედვით, 2024 წელს რუსეთის ბიუჯეტში ღვინის აქციზის შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს 22,6 მილიარდ რუბლამდე 2023 წლისთვის გათვალისწინებული 11,1 მილიარდი რუბლის წინააღმდეგ. ამგვარად, კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს „ბოლერო და კომპანია“, აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და, შესაბამისად, აფინანსებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ; კომპანიის მენეჯმენტისგან არ ყოფილა რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ დაგმობის მცდელობა.
0
0