
29 დეკემბრის ღამეს კიევმა ნოვგოროდის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის მცდელობაში მონაწილე ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
"მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს უკრაინის დრონებით რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმას" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, საპასუხო დარტყმების სამიზნეები და მათი განხორციელების დრო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განსაზღვრულია.
ასევე, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“.
„იმის გათვალისწინებით, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოოდ გადავიდა, რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“, - აღნიშნა ლავროვმა.
0
0