26/07/2023
09:35
მსოფლიო
კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ ოდესის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის რეგიონალური ტერიტორიული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ევგენი ბორისოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის საპატიმროში 22 სექტემბრამდე დარჩება, თუ გირაოს სახით 150 მილიონი გრივნას არ გადაიხდის, რაც 10 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია. როგორც უკრაინულ მედიაში იწერება, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ყოფილ სამხედრო კომისარს ოდესის გარეთ გამგზავრება აეკრძალება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბორისოვი 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე სამედიცინო ცნობის მიღების სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა, თუმცა, როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, ეჭვმიტანილი მკურნალობის კურსის ჩატარების ნაცვლად, იქ ისვენებდა.
„ამ პერიოდში, ყოფილმა სამხედრო კომისარმა ესპანეთში უძრავი ქონება შეიძინა, რომელიც ახლობლების დაარეგისტრირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურა ბორისოვისთვის გირაოს უფლების გარეშე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ადვოკატები ყოფილი სამხედრო კომისრის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი ბორისოვმა და მისმა ოჯახმა უკრაინაში ომის დროს ესპანეთში ძვირად ღირებული ქონება შეიძინა, 2023 წლის გაზაფხულზე გავრცელდა მედიაში. ივნისში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, 24 ივლისს კი დააკავეს.
მას ბრალი ასობით მილიონი გრივნის მითვისებასა და უკანონო გამდიდრებაში ედება. მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0