29/03/2023
13:04
მსოფლიო
დღეს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საბოლოოდ უნდა გაათავისუფლონ კიევ-პეჩერსკის ლავრა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მონასტრის ტერიტორიაზე მათი საპატრიარქოს ასობით მორწმუნე იკრიბება.
ამის შესახებ "უკრინფორმის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
მანამდე შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას 29 მარტს კიევ-პეჩერსკის ლავრაში მისვლისკენ მოუწოდეს სალოცავად.
სააგენტოს ინფორმაციით, კიევ-პეჩერსკის ლავრამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიასთან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 29 მარტს გამოაცხადა.
კიევ-პეჩერსკის ლავრის მმართველმა მიტროპოლიტმა პაველმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ბერები ლავრიდან გასვლას არ აპირებენ.
კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ბერები ლავრაში დარჩენას სახელმწიფო შემოწმების დასრულების შემდეგ გარკვეული პირობებით შეძლებენ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევ-პეჩერსკის წმინდა მიძინების ლავრის ძმებისა და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლავრაში მონასტრის დახურვაზე და ლოცვის, ღვთისმსახურებისა და სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტაზე საუბარი არ ყოფილა.
0
0