03/06/2022
12:00
ბადაგონი
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES 2022- ღვინის კომპანია „ ბადაგონმა“ ქართული ღვინო ღირსეულად წარადგინა და ბადაგონის „საფერავი რეზერვი 2010“, GRAND GOLD მედლის მფლობელი გახდა.
კონკურსზე CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES 2022, წელს 40 -ზე მეტი ქვეყნის, 8000 -მდე ღვინო იყო წარმოდგენილი, ხოლო, CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES- ის ჟიური პროფესიონლი დეგუსტატორების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტების, კრიტიკოსებისა და მკვლევარებისგან შედგება.
მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ღვინის კომპანია „ბადაგონი“ უპირობო გამარჯვებული გახდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მასშტაბის პრესტიჟულ კონკურსზე საუკეთესო შედეგის, GRAND GOLD -ის მოპოვება დიდი მოტივაციაა სამომავლო წარმატებებისათვის.
ცნობისთვის, კომპანია „ბადაგონის“ ღვინოებს, არაერთხელ უსახელებია საქართველო და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ჯილდოების მფლობელი გამხდარა.
კონკურსი - https://resultats.concoursmondial.com/en/results/2022/185490-saperavi-reserve-2010?fbclid=IwAR25nTsZXXcI88404PyXNcRjUco0VuCP5JoPv8zj8mPYvVgzekrAZZEWKAU
0
0