17/06/2023
12:31
პოლიტიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.
"შიდა სააუდიტორიო სივრცეში შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. მანამდე ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს არჩევდნენ, მერე გამოვიდნენ აუდიტორიიდან, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო, მერე მოვიდა დაცვა, უკვე რომ გვცემეს და გამოგვათრიეს იქიდან. ესენი სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი, რომ ასეთ შემთხვევაში დაგვიპირისპირდნენ". - ამბობს სტუდენტი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, თსუ-ში, წინა შაბათსაც ინციდენტი მოხდა. მაშინ, ლექციის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერს რუსული რუბლები გადააყარეს თავზე.
0
0