
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მუქარა, რომ აშშ დატოვებს ნატო-ს, ევროპას აიძულებს, ეძებოს ალტერნატიული მექანიზმები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული განცხადება ალბარესმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპი დაიმუქრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლით იმის გამო, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ ომსა და ჰორმუზის სრუტის გახსნაში ვაშინგტონის დახმარებაზე.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოავლინეს 2001 წელს აშშ-ის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტებზე საპასუხოდ.
„ნატო – ეს არის ურთიერთსასარგებლო ალიანსი, როგორც ევროპელებისთვის, ისე ამერიკელებისთვის, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები და ახალი პოზიციები ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე, გვიბიძგებს ჩვენ, ევროპელებს, გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯი წინ ჩვენი სუვერენიტეტისა და თავდაცვის სფეროში. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და საფრთხეების შეკავება ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ევროკავშირმა უნდა შექმნას საერთო ევროპული არმია და მოახდინოს თავდაცვითი ინდუსტრიების ინტეგრაცია, ასევე, შექმნას ერთიანი ციფრული ბაზარი და კაპიტალის ბაზრების კავშირი.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აპრილიდან
07/04/2026