
დანაშაულების ფაქტები იმდენად აშკარაა, რომ საკმაოდ მძიმე იქნება მათი მხრიდან პოლიტიკაში თავის შენარჩუნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ურჩევნიათ, კანონის დარღვევის გზით წავიდნენ და ეს კანონდარღვევა თარგმნონ, როგორც პოლიტიკური აქცია.
„ხაზარაძე-ჯაფარაძემ პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მათი მხრიდან თაღლითობა აშკარა იყო. აქაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა – კომისიის სხდომაზე ვერ მოვლენ, რადგან იციან, რომ კითხვებს ვერ უპასუხებენ და ურჩევნიათ, პოლიტიკური დევნილის მანტიით შეიმოსონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან გადაიხადა.
0
0