
ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა - ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.
„ოქრუაშვილი დაიჭირეს საქართველოს ღალატის კომისიაზე მიუსვლელობის გამო.
ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა.
ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა“,- წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
0
0