
ისრაელმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ამასთან დაკაშირებიტ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის აპარატის პრესსამსახურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა და სახანძრო კომისარმა, ეიალ კასპიმ, გადაწყვიტეს, ყველა იმ ღონისძიების ორგანიზატორს, რომლებიც დღეს ღამით ადგილზე მეხანძრეების ყოფნას მოითხოვენ, დაავალონ მათი გაუქმება.
ისრაელის პოლიციისა და სახანძრო თვითმფრინავების მხარდაჭერით, მრავალრიცხოვანი სახანძრო და სამაშველო ძალები ამჟამად ებრძვიან ეშტაოლის ტყეში, მესილატ სიონსა და ნევე შალომის დასახლებას შორის მდებარე ფართომასშტაბიან ტყის ხანძარს. ხანძრის სწრაფი გავრცელებისა და ძლიერი ქარის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნევე შალომის დასახლების ევაკუაციის შესახებ და გამოიცა "წითელი ჩირაღდნის" ბრძანება კატასტროფის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი ქვეყნის მასშტაბით დახმარების მობილიზების შესახებ.
0
0