14/06/2023
23:48
პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პირველი არხის ეთერში, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
"შიში გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას, რომ ეს საკითხი შეიძლება შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ არავითარი ფაქტი არ არსებობს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის თაობაზე, არამედ ეს შეიძლება შეეხოს ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გლობალური ომის პარტიის აგენტები. მაგალითად, კეზერაშვილი, ჭუტა და ასე შემდეგ.
ამ შიშის გამო დაიწყო საუბარი, რომ არ უნდათ დეოლიგარქიზაციის კანონი. კი ბატონო, ესეც არ გვაინტერესებს. კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ ამ კანონის მიღება. ნუ ეშინიათ მათ", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0