21/03/2023
13:49
პოლიტიკა
სასამართლოს მიმართ ნდობა არ მაქვს და არც საქმის დეტალები ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ კეზერაშვილმა ქვეყანას 5 მილიონიც მოპარა, 50 მილიონიც და გაცილებით მეტიც, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, კეზერაშვილმა ფული მოპარა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას, თავდაცვას და არმიას.
„შესაბამისად, არც მიკვირს ასეთი რამ და მეცოტავება ის თანხა, რასაც სახელმწიფო ედავება არმიის ქურდს. არ გამოვრიცხავ, „ფორმულას“ დაყადაღების სურვილი იყოს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ჯარს ფული მოპარა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.
0
0