15/04/2023
23:23
პოლიტიკა
ვვარაუდობ, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებული პროცესების უკან შესაძლოა, უფრო სერიოზული საქმეებიც იდგეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ უბრალო მოვლენაზე ხომ არ ვლაპარაკობთ? პოლიტიკურ პარტიებზეა ლაპარაკი, მოსახლეობამ ამ პოლიტიკურ პარტიებს მანდატი უნდა მისცეს 2024 წელს და ოპოზიცია მოსახლეობას ეუბნება, მანდატი მიეცით კეზერაშვილს, ვისზეც ასეთი რაღაცები ითქვაო? სურათი ისეთია, კეზერაშვილი გინდ გაეცალოს ქართულ პოლიტიკურ სისტემას და გინდ არა, ბოლოს და ბოლოს მოსახლეობა წყვეტს პარტიების ბედ-იღბალს და თუ კეზერაშვილი ამ პოლიტიკოსების გვერდით დარჩება, მათთვის ბიულეტენს არავინ არ გასწირავს. ელექტორატის რაღაც მცირე რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს ხმას, მაგრამ ეს იქნება არა ხელისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლა და მათ ისეთივე პროცენტი ექნებათ და შეიძლება, უფრო ნაკლებიც, როგორც ყველა დანარჩენ დაბალპროცენტიან პარტიებს აქვთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის „ამოშვერილი მწვერვალივით,“ ოპოზიციური პარტიების პოზიციები მეტნაკლებად გათანაბრდა და დანარჩენმა ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებზე ფიქრი უნდა დაიწყოს, რომ მოსახლეობისთვის მიმზიდველი გახდნენ.
0
0