
"ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ.
კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით" - ასე გამოეხმარა “ტაბულას" თამარ ჩერგოლეიშვილი დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილის “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას.
როგორც ცნობილია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება. მან ხმების 52.58% მიიღო. არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.33%.
კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.
ენმ-ში არჩევნები ორი დღის განმავლობაში, ბლოკჩეინის სისტემით მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცესი 10:00-ზე დასრულდა. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა.
0
0