
მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე ეძებს, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცს.
ფაქტობრივად, დაჩეხა, იმდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული... - კესარიას მკვლელობის დეტალები
"არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში..." - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?
0
0