12/11/2024
23:23
მსოფლიო
კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი გადადგა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან არ შეატყობინა პოლიციას საზაფხულო ბანაკებში მოხალისის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ.
დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯასტინ უელბიმ 2013 წელს შეიტყო, რომ ჯონ სმიტმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ჩაიდინა ასზე მეტი ბავშვისა და მამაკაცის მიმართ, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აფრიკის კონტინენტზე.
მაგრამ ჯონ სმიტის წინააღმდეგ ბრალდებები არ გახმაურებულა 2017 წლამდე, როდესაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
გადადგომის შესახებ წერილში უელბიმ აღიარა „პირადი და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა“, რომ „არასწორად“ მიიჩნევდა, რომ არ იყო საჭიროება პოლიციაში ოფიციალური მოხსენების გაკეთება, როდესაც მას პირველად უთხრეს სმიტის ქმედებების შესახებ.
0
0