20/11/2023
11:35
მსოფლიო
კენტერბერელმა მოქანდაკემ ჯეისონ დეკარეს ტეილორმა კარიბის ზღვაში ქანდაკებები დადგა. სამგანზომილებიანი წყალქვეშა სკულპტურა ნატურალური ზომის 25 ქანდაკებისგან შედგება, რომლებიც გრანადას ადგილობრივი საზოგადოების წევრებს განასახიერებს. ნამუშევრის სახელწოდებაა Coral Carnival.
ჯეისონ დეკარეს ტეილორის თქმით, მისი უახლესი ნამუშევრის შთაგონების წყარო გრენადას აქტიური ყოველწლიური კარნავალი Spicemas-ია.
„ეს ახალი ნამუშევრები მორთულია ბუნებრივი პიგმენტებით - კალმარის მელნით, კურკუმით და კალციუმის კარბონატით“, - თქვა ტეილორმა.
სკულპტურები, რომლებიც მორთულია სამკაულებით, სეკინებითა და ბუმბულით, მაღალი ხარისხის უჟანგავი ლითონისა და pH-ნეიტრალური ზღვის ცემენტის გამოყენებით შეიქმნა.
მოლინერის ყურეში წყალქვეშა სკულპტურების პარკის თითოეული ქანდაკება ზღვის ფსკერიდან 3 მეტრშია განთავსებული.
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024