
კენიის ჯანდაცვის ორგანოები, რეგიონის მასშტაბით, თვალის ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევებს იძიებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონიუნქტივიტის შემთხვევები, ძირითადად, მომბასასა და კილიფის ოლქებში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას ჰიგიენური წესების დაცვისკენ (ხელების დაბანა, პირადი ნივთების გაზიარებისა და თვალებზე შეხებისგან თავშეკავება) მოუწოდებენ.
გასულ კვირას, ტანზანიის ჯანდაცვის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ, ძირითადად, კომერციულ ქალაქ დარ-ეს სალამში, ერთი თვის განმავლობაში, დაავადების 869 შემთხვევა დაფიქსირდა.
კონიუნქტივიტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც წითელი თვალის დაავადება, თვალის დამცავი მემბრანის ანთებაა. დაავადებას იწვევს ალერგია ან ინფექცია. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა, ქავილი.
0
0