02/03/2023
08:17
მსოფლიო
კალიფორნიის შეწყალების კომისიამ რობერტ კენედის მკვლელ სირჰან სირჰანს უარი კიდევ ერთხელ უთხრა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
კალიფორნიის პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მიიჩნია, რომ სირჰან სირჰანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, თუ რამ აიძულა იგი ესროლა კენედისთვის.
78 წლის პალესტინური წარმოშობის იორდანელმა სენატორ რობერტ კენედის 1968 წლის 5 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენ დემოკრატების კალიფორნიის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ ესროლა.
სირჰანს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ განაჩენი სამუდამო პატიმრობის შეცვალეს მას შემდეგ, რაც 1972 წელს კალიფორნიამ სიკვდილით დასჯა გააუქმა.
სირჰან სირჰანს 2021 წლამდე პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე 15-ჯერ უთხრეს უარი, 2021 წელს კი კომისიამ მისი გათავისუფლების რეკომენდაცია მისცა, თუმცა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა უარი თქვა სირჰანის შეწყალებაზე.
სირჰანის ადვოკატი ანჟელა ბერი თვლის, რომ მისი კლიენტი იმსახურებდა შეწყალებას და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის უარი არის კომისიის წევრებზე გუბერნატორის ზეგავლენის შედეგი.
0
0