
გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, შესაძლოა ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს.
მისი თქმით, წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებიც გადააქვს.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა", - თქვა მან.
მისივე თქმით, ასეთია ნაღმი "პეპელა", რომელიც პატარაა, ჰერმენტული და პლასტმასის - სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუძლია წყალზე ცურვა. ჰესლოპი დარწმუნებულია, რომ ეს ნაღმები "განსხვავებულ ადგილას იქნება გაფანტული".
სხვა, უფრო მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ვერ შეძლებდნენ შორს "გამგზავრებას".
"ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილის ვერ გაივლის, რასაც 50-დან 60 გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა", - აღნიშნა მან.
0
0