19/08/2023
09:24
მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსების მიერ განადგურებული კახოვკას ჰესი ვეღარ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
„ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის ზედა 28 ნაწილიდან 11 განადგურდა. ჰესის სამ ტურბინულ ზონაში 150 ტონა საპოხი გაიჟონა. კახოვსკაია ჰესი ვეღარ განახლდება", - ხაზგასმით აღნიშნა კლიმენკომ.
ამასთან ის ამბობს, რომ ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა ნაღმების საშიშროება სანაპიროზე.
მისი თქმით, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების 180 დასახლება, სადაც დაახლოებით 875 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, საგანგებო ზონაში გადავიდა.
„მინიმუმ 34 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 28 დაშავდა. 39 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დატბორილი ტერიტორიიდან თითქმის 4000 ადამიანი და ასობით შინაური ცხოველი გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციის დროს დაზარალებულ რაიონებში 716 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის. 30 ბავშვი და 40 შშმ პირი“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს. მან უცხოური დიპლომატიური დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელება წაახალისონ.
„ეკოციდი, ისევე როგორც რუსული არმია, რომელიც უკრაინის მიწაზე შემოიჭრა, ბოროტებაა ჩვენი პლანეტისა და მომავალი თაობების წინააღმდეგ“, - დასძინა კლიმენკომ.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024