02/10/2021
15:02
პოლიტიკა
მისივე თქმით, დაკავების სპეცოპერაცია იდეალურად იყო შესრულებული.
„დაელოდეთ ამ პროცესებს, საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი.
რაც შეეხება იმას ვინ რა იცოდა, შესაძლოა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს საუბრის გაჟღერების. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, - განაცხადა კალაძემ.
0
0