
პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად, ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური, – ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფო ასპანიძემ განაცხადა.
ასპანიძის თქმით, რეანიმატოლოგები აკვირდებიან სიტუაციას და ერთობლივად მოქმედებენ.
„პაციენტს საათობრივად უტარდება ანალიზები. ზოგადად, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ეს ანალიზები. მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა. ჰემოდინამიკა შენარჩუნებულია ისეთი, როგორიც იყო. ექიმების მოწვევასთან დაკავშირებით ალბათ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის“, – განაცხადა ასპანიძემ.
0
0