
მთავარი კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტის მარკო იმპალიაცოს განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, კათოლიკურ ეკლესიას შესაძლოა ეკლესიის ხელმძღვანელობის მეთოდთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა დასჭირდეს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ პაპის ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდება.
,,ორმხრივი პნევმონიით მძიმედ დაავადებული რომის პაპი საავადმყოფოში რჩება - ის უმოძრაოა და სუნთქვა უჭირს. რომის პაპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაზუსტებული არ არის, თუ როდის შეძლებს ის საავადმყოფოდან გასვლას.
ამ ახალ სიტუაციაში პონტიფიკატს [რომის პაპის მმართველობის პერიოდს] უნდა გადავხედოთ. ვგულისხმობ პრაქტიკული კორექტირების აუცილებლობას, როგორიცაა მემკვიდრეობის გადაცემის დაგეგმვა. თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, რომის პაპი მაინც ინარჩუნებს სრულ უფლებამოსილებას და კონტროლს კათოლიკური ეკლესიის ლიდერის როლზე. შესაძლოა, მან უნდა შეამციროს შეხვედრები, თუმცა მისი, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, ავტორიტეტი და მისია, ხელუხლებელი რჩება,’’ -თქვა მარკო იმპალიაცომ
0
0