19/06/2023
12:59
მსოფლიო
საფრანგეთში, პარიზის სადგურის ლიანდაგზე კატის სიკვდილის გამო, რკინიგზის SNCF-ის ოპერატორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება - რკინიგზამ მატარებლის გამგზავრების გადადებაზე უარი თქვა, თუმცა ცნობილი იყო, რომ ცხოველი ვაგონების ქვეშ გაუჩინარდა.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
უბედური შემთხვევა 2023 წლის იანვარში, პარიზში, მონპარნასის მატარებლის სადგურზე მოხდა. კატა, სახელად ნეკო, პატრონს, ქალს ქალიშვილით, რომელიც ბორდოში უნდა დაბრუნებულიყო გაექცა და შემდეგი მატარებლის ვაგონების ქვეშ დაიმალა.
მეპატრონეებმა მაშინვე მიმართეს რკინიგზის მუშაკებს თხოვნით, გადაედო ამ მატარებლის გამგზავრება და ნება მიეცათ კატა ლიანდაგებიდან წაეყვანათ. მათ უარი უთხრეს და მატარებლის გასვლისას კატა მოკვდა.
სიტუაცია საფრანგეთში ფართოდ გაჟღერდა და ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრიც კი გამოეხმაურა. ოპერატორს კატისა და მისი პატრონების მიმართ გაუმართლებელ გულგრილობაში ადანაშაულებდნენ, რადგან რკინიგზის მუშების ჩარევით, ამბის დასასრული შეიძლებოდა ბედნიერი ყოფილიყო.
სარჩელი SNCF-ის წინააღმდეგ საზოგადოებრივმა ასოციაციამ „ოცდაათი მილიონი მეგობარი“ შეიტანა, რომელმაც ოპერატორი შინაური ცხოველის სიცოცხლის გაუთვალისწინებელი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.
საქმის ერთ-ერთი ადვოკატი თვლის, რომ არსებობს შანსი, დაამტკიცოს „ცხოველის სიცოცხლის განზრახ კვლელობის მცდელობა", რადგან რკინიგზამ გადაწყვიტა არ გადაედო მატარებლის გამგზავრება, რადგან იცოდა, რომ კატა ბორბლების ქვეშ იყო და ესმოდა შესაძლო შედეგების შესახებ.
0
0