26/11/2023
11:37
მსოფლიო
კატარი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიან ცეცხლის შეწყვეტას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ CNN-თან საუბარში განაცხადა.
“რისი იმედის გვაქვს არის ის, რომ მომენტი, რომელიც ამ ორი დღის გათავისუფლებებიდან და ამ 4-დღიანი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, საშუალებას მოგვცემს ზავი ამ ოთხი დღის მიღმა გავავრცელოთ და, შესაბამისად, დანარჩენ მძევლებზე უფრო სერიოზულ დისკუსიებში შევიდეთ”, - განაცხადა ალ-ანსარიმ.
მან აღნიშნა, რომ კატარის მაღალჩინოსნებთან მუშაობას აგრძელებს, რათა შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ კონფლიქტის ორივე მხარის შეშფოთებები იქნას გათვალისწინებული.
“ასეთი სახის მედიაციის ფარგლებში ყოველთვის აღმოაჩენთ, რომ ორივე მხარე ამბობს, რომ სხვა მხარე შეთანხმებას არ ასრულებს…
[მძევლების] სიები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება. ახლა მესამე დღისთვის სიას ველით. სამწუხაროდ, წინასწარ არ ვიცით ვინ იქნება ამ სიაში”, - განაცხადა ალ-ანსარიმ.
0
0