
ევროკომისია საკუთარ რიგებში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ შიდა დისციპლინურ გამოძიებას აწარმოებს. ჰოლოლეი ეჭვმიტანილია კონფლიქტის ინტერესების, გამჭვირვალობის, საჩუქრების მიღების და დოკუმენტების გამჟღავნებასთან დაკავშირებიულ საკითხებზე.
შიდა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საზოგადოებრივმა პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება კორუფციის ბრალდებების შესახებ ესტონელი პოლიტიკოსის, ჰოლოლეის მიმართ. სისხლის სამართლის საქმე დაიწყო ფრანგული გაზეთის Libération-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰოლოლეიმ, მაშინდელმა ევროკავშირის სატრანსპორტო მაღალჩინოსანმა, კატართან მნიშვნელოვანი, ავიაციის შეთანხმების შესახებ კონფიდენციალური დეტალები გაამჟღავნა და ეს ინფორმაცია საჩუქრებში გაცვალა, მათ შორის, დოჰაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენით.
მტკიცებები დაფუძნებულია 2023 წლის ევროპული ანტიკორუფციული ოფისის (OLAF) გამოძიების შედეგებზე, რომელიც დაიწყო Politico-ს მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის საფუძველზე და გასული წლის ბოლოს ევროკომისიამ დისციპლინური პროცედურების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
ჰოლოლეი ევროკომისიის სატრანსპორტო დეპარტამენტის დირექტორი იყო, მან 2015-2021 წლებში რამდენიმე უფასო ფრენით ისარგებლა კატარის ავიახაზებით, მათ შორის რამდენიმე ფრენა იმ პერიოდში განხორციელდა, როდესაც მისი დეპარტამენტი ევროკავშირი-კატარის საჰაერო ტრანსპორტის შეთანხმების მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ფაქტების სწრაფად და ეფექტურად დადგენას.
0
0