
ევროკავშირის ელჩს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის კომენტარზე, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე კარლ ჰარცელის განცხადებას მოჰყვა.
“მე იმ დღეს ორი კომენტარი გავაკეთე, პირველზე ახლა კიდევ ერთხელ აღვნიშნე თუ რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, თუ სინამდვილეში ეს იყო კომენტარების მიზანი, რომელიც გაკეთდა, გულწრფელად არ ვიცი, რადგან ეს არ განმარტებულა, რა იყო უსამართლო ამ ორ განცხადებაში. ჩემთვის რთულია, გავაკეთო კომენტარი ამ კომენტარებზე.
გარკვეული თვალსაზრისით, ეს მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ეს არის ის, რაზეც ევროკავშირი მტკიცედ მუშაობდა, რათა უზრუნველეყო, რომ პარლამენტი რამდენადაც შესაძლებელია ინკლუზიური ყოფილიყო. ეს იყო ფასილიტაციისა და მედიაციის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც აისახა 19 აპრილის შეთანხმებაში და ა.შ. რა იქნება ამის შედეგი, ვიხილავთ, რადგან ასევე საკითხავია, როგორი გავლენა ექნება ამას პარლამენტის მუშაობაზე, ფრაქციების შექმნაზე და ა.შ. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
0
0