27/12/2022
19:04
პოლიტიკა
“კარი კი გაგვიღო ევროპამ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩაწვა ამ კარში" - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის 15 - ფურცლიანი მოხსენებაა, სადაც რუსეთი, როგორც მტერი და საფრთხე არ არის განხილული. რაზე ვსაუბრობთ?! აფხაზეთს რაც შეეხება, აფხაზეთთან დაკავშირებით ნამდვილად დეოკუპაციაა ჩვენი მისიაა. როგორ ხედავს ამას „ქართული ოცნება?“ „ქართული ოცნება“ ამას ხედავს რუსეთთან ენის მოჩლექით, კუდის ქიცინით, არ ხსენებით, როგორც პრობლემის.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ძლიერი იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. როდესაც რუსეთი დამარცხდება საქართველოს გავლენა რეგიონში გაიზრდება. არამარტო აფხაზეთის ნაწილზე დავეთანხმები, რომ მონაკოდ გადაიქცევა, საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონის შვეიცარია.
ამ პერსპექტივით ვხედავთ ჩვენ ყველაფერს. თუ ვინმე ეღობება ამ ისტორიული შანსის რეალიზებას, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არის „ქართული ოცნება“, ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივას აკარგვინებს საქართველოს. კარი კი გაგვიღო ევროპამ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩაწვა ამ კარში სკამის გამო და ბევრი სხვა მიზეზის გამო. მშვიდობის გარანტი ევროკავშირში გაწევრიანებაა“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.
0
0