
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევის კარგი მაგალითია.
მისი თქმით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია.
„დავალება მიღებული აქვთ ყველას ერთად უცხოეთიდან, შეიძლება შიგნით რაღაც თემებზე კიდევ ვერ დალაგდნენ, თუმცა ვალდებულები არიან ეს დავალება აღასრულონ, რაც კარგი მაგალითი არის ქალბატონი სალომეს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის, როდესაც მან განაცხადა, რომ იგი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. ნებისმიერ მოდელს, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025