
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ვატიკანიდან კარდინალ კურტ კოხის ოფიციალური მისალოცი წერილი მიიღო. კარდინალი იმედს გამოთქვამს, რომ შიო მესამის მსახურება ეკლესიებს შორის ერთობას გააძლიერებს.
„უწმინდესობავ და უნეტარესობავ, განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად. მსურს, დიკასტერიისა და პირადად ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულითადად საუკეთესო სურვილები იმ მაღალი მსახურებისთვის, რომელიც უფალმა, „რომელიც მართალთა ნაბიჯებს წარმართავს“, თქვენ განგიკუთვნათ.
საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებით არის გაბრწყინებული, დაე თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირებით განმტკიცებას და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც სულიწმიდის მადლით აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“, - აღნიშნულია წერილში.
0
0