
კანონპროექტით ჩვენი ოფისის, „ბიბლიური თავისუფლება“, წმინდა ადგილად ქცევაც მიმდინარეობს და ამას ჩვენც ცნობისმოყვარეობით ვადევნებთ თვალს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ეს სიურპრიზი, რომ სისხლის სამართლებრივი კუთხით, „ქართული ოცნების“ მიერ, „ბიბლიური თავისუფლების“ ოფისი წმინდა ადგილი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, „ბიბლიური თავისუფლება“ ქრისტიანული კონფესია, მაგრამ ცოტათი განსხვავებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ კანონპროექტებით ჩვენი ოფისის წმინდა ადგილად ქცევაც მიმდინარეობს და ამას ჩვენც ცნობისმოყვარეობით თვალს ვადევნებთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.
0
0