
საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებით ეფექტური შედეგი აჩვენა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 64%-ი აიღო და რეიტინგში 29-ე, ევროპაში კი მე-14 ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 21 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 3 ქვეყანას.
კანონის უზენაესობა რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა: სასამართლოს დამოუკიდებლობა; კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან ბიზნესის დაცულობა; საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა; საკუთრების უფლება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ლიდერია.
პოზიტიური მაჩვენებელი აქვს საქართველოს „რეგულაციების ხარისხის" რეიტინგშიც, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით 68%-ი აიღო და ეკონომიკებს შორის მე-7, სახელმწიფოებს შორის კი მე-9 ადგილზე გავიდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს მხოლოდ ორი სახელმწიფო - ფინეთი და ლუქსემბურგი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების ანგარიში, მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა.
0
0